გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მარტიდან 2 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. ქ. თბილისში დღის მეორე ნახევარში და 2 თებერვალს ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 მარტი +12°C, 2 მარტი +11°C, 3 მარტი +11°C, 4 მარტი +16°C.