ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება

2018-02-28 23:31:41

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 40 წლამდე მამაკაცი აცხადებს რომ მას უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა სტრიპტიზ კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს და შემდეგ გაიქცნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო, ექიმებმა მას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.