დღეიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. აღნიშნული რეგულაცია რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებსაც შეეხება.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით აღნიშნულ ქუჩებზე კომპანია "ინტერტრანსის" მხოლოდ 3 სამარშრუტო ხაზი შედის, აქედან ორი სტუდენტური მარშრუტია: ე.წ ალდაგის, რომელიც სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრაობს და 19 ნომერი, რომელიც მაღლივი კორპუსის მიმართულებით გადაადგილდება, ახალი რეგულაცია დიდუბის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებსაც ეხება.
რაც შეეხება ქუჩების ჩამონათვალს ესენია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, პეტრე მელიქიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის, ჟიული შარტავას, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.