"ჩემი დროის გმირი" ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა რუსთავის #10 საჯარო სკოლაში. ღონისძიება რომელიც რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრებით იყო დატვირთული. დღესვე ქალაქის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა პროფესიის რამდენიმე რუსთაველი დააჯილდოვეს. სიმბოლური საჩუქრები მათ ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.