რუსთავის #2 საჯარო სკოლაში კონკურსი, სახელწოდებით ''გმირთა ვარამი-საქართველო და ქართველები" ჩატარდა, რომელშიც მე-7-ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. ინტელექტუალურ პროექტში სულ 7 სკოლა მონაწილეობდა. კონკურსი კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ძირითადი კითხვები კი ნაწარმოებიდან ''გმირთა ვარამი'' იყო. ჟიურის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუაც იყო ,რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების მიზანი, ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება, საქართველოს ისტორიასთან დაახლოება და ლევან გოთუას "გმირთა ვარამის" ნაწარმოების პოპულარიზაციაა. შეგახსენებთ,რომ კონკურსი #2 საჯარო სკოლის ინიციატივით წელს უკვე მესამედ ჩატარდა.
#2 საჯარო სკოლის დირექტორის ლალი ნაზღაიძის განცხადებით, გამარჯვებული სკოლის გუნდის დაჯილდოების ცერემონიალი 10 მარტს, მცხეთაში, ლევან გოთუას დაბადების დღეზე ,სამთავრო ტაძრის ეზოში გაიმართება.