რუსთავის საკრებულოს წინა სხდომაზე ქალაქში არსებული არასასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთის ფასის ღირებულებაში ცვლილებები შეიტანეს. ქალაქში არსებული მიწის ნაკვეთის ფასი 2-ჯერ გაიზარდა. ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონის 1კვ.მ მიწის ახალი ფასი- 25,2 ლარს, მეორე ქვეზონა- 24,36 ლარი, ხოლო შუალედური ზონა -16,8 ლარს შეადგენს. ცვლილებებია ასევე პერიფერიული ზონის პირველ და მეორე ქვეზონაშიც სადაც 1 კვ.მ მიწის ფასი 15,96 და 15,12 ლარს შეადგენს.
ავტორი: ნინა პარუნაშვილი