მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-02-28 10:59:20

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი. ქ. თბილისში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 თებერვალი +16°C, 1 მარტი +11°C, 2 მარტი +10°C, 3 მარტი +10°C