ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, თურქული კომპანიის, "I Textiles", წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებმა ცოტა ხნის წინ რუსთავში ტექსტილის საწარმოებლად შენობა-ნაგებობა და მიმდებარე ტერიტორია შეიძინეს.
„მნიშველოვანია დღევანდელი შეხვედრა, ვინაიდან დარგი საკმაოდ სპეციფიკურია, ბიზნესმენებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ საწარმოში. შესაბამისად, რუსთავის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დასაქმდნენ.“,- განაცხადა ქალაქის მერმა.
ირაკლი ტაბაღუამ, ასევე, აღნიშნა, რომ საწარმოში კოლეჯ "მოდუსის" სტუდენტები პროფესიულ სწავლებას გაივლიან.
ამ დროისთვის საწარმოს კეთილმოწყობის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ინვესტორები უცხოელი ბიზნესმენები იქნებიან. ნაწარმი ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და სხვადსხვა ქვეყნებში გავა სარეალიზაციოდ.