დღეს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის, მცირე დარბაზში გაიმართება სპექტაკლი, სახელწოდებით „ჭეჭეთობა ღამე“.
ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია ამერ-იმერის ინიციატივით, პროექტის „ამღერებული ამერ-იმერი“, ფარგლებში, სტუდიის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სხვადსხვა კუთხეში წარუდგენენ მითოლოგიურ სპექტაკლს „ჭეჭეთობა ღამე“.
დღეს სტუდიის აღსაზრდელები რუსთავს ესტუმრნენ. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ესტუმროს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრს.
რუსთავის შემდეგ წარმოდგენას ,,ჭეჭეთობა ღამე“ ბოლნისელი მაყურებელი 16 მარტს იხილავს.