ლანძღვა-გინებაზე ჯარიმა იზრდება

2018-02-27 12:41:08

მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმა მკაცრდება.

საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და მსგავსი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, დაჯარიმდება 500 ლარიდან 1000 ლარამდე.

წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარის ნაცვლად, ასევე, 500 - 1000 ლარამდე დაჯარიმდება.

სანქციები მკაცრდება სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000