გარდაბანში ყალბი ცნობის გაცემისთვის მერის წარმომადგენელი დააკავეს

2026-03-09 16:31:18

გარდაბანში ყალბი ცნობის გაცემისთვის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულია და პასუხისგებაში მიცემულია მერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

"სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში. მის მიერ გაცემული ყალბი ცნობის საფუძველზე, მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა 8 840 კვ.მ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი, რომელთა ღირებულება 67 060 ლარს შეადგენდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.