ფიზიკური დაპირისპირება არასრულწლოვან გოგოებს შორის

2026-03-04 12:15:34

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვან გოგონებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა დაზიანება მიიღო, რის გამოც დაკვირვების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.