სკოლები რუსთავში, რომელთა ძველ შენობებსაც დაანგრევენ და ახალს ააშენებენ

2026-01-24 18:25:12

რუსთავში N1, N2 და N3 საჯარო სკოლების შენობების დანგრევა და მათ ნაცვლად ახლის აშენება იგეგმება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდში მიაწოდეს.

N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მგფ-მა 2024 წელს გამოაცხადა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დაიწყო სამუშაოებიც, თუმცა მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ სკლოლა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, საჭიროა მისი დანგრევა და ახლიდან აშენება.

იგივე მდგომარეობაა 1-ლი და მე-3 სკოლის შემთხვევებშიც.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის და რა თანხის ოდენობის ტენდერების გამოცხადებას გეგმავს სკოლების მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები