ხელყუმბარა აღმოაჩინეს რუსთავში. ასაფეთქებელი ნივთიერება რუსთაველის ქუჩის 26 ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიულზე იპოვნეს. ხელყუმბარა სავარაუდოდ ერთ ერთმა ადგილობრივმა შენიშნა და 112- ში დარეკა. ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
"ინფო რუსთავს" შშს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო.