რუსთავში, შარტავას გამზირზე ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაქურდეს. მაღაზიაში ამბობენ, რომ ობიექტიდან ყველაზე ძვირადღირებული 5 მობილური ტელეფონია წაღებული, მათი საერთო ღირებულება 5 000 ლარს აჭარბებს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქურდობა, გვიან ღამით მოხდა და მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. დამნაშავეები ტექნიკის მაღაზიაში ცენტრალური კარიდან შევიდნენ და ობიექტიდან მობილურები 20 წამში გაიტანეს. შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობ". ნახეთ ვიდეო.