ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი რჩება.

2016-12-26 14:13:08

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი რჩება - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„თელასის“ მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტში ცვლილებები არ შეეხება სამომხმარებლო ტარიფში ფასის მატებას. ცვლილებები შეეხება მხოლოდ კომერციულ სექტორს, კერძოდ, 0,035 თეთრით მოიმატებს კომერციულ სექტორში საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი, ხოლო მაღალ ძაბვაზე 0,446 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება კომერციულ სექტორში დაბალ ძაბვას, აქ ცვლილებები არ შედის.

სემეკ-ის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.