სპეც. ოპერაცია რუსთავში [video]
2018-02-22 22:49:06

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მაჩაბელის ქუჩაზე ე.წ. "საყოფაცხოვრებო სახლის" შენობაში საგამოძიებო ღონისძიებას ახორციელებდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების ორი ეკიპაჟი. რა ხდებოდა საბილიარდოში ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, "ინფო რუსთავი" საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა სადაც ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს რომ - "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით". დააკავეს თუ არა ვინმე ჩვენთვის უცნობია.

არსებული ინფორმაციით საქმე პოკერის უკანონო თამაშს ეხება, თუმცა საბილიარდოში მყოფი პირები პირად საუბარში აცხადებდნენ რომ შენობაში უკანონო არაფერი ხდებოდა. უარყოფენ იმ ფაქტს რომ თამაში ფულზე მიმდინარეობდა და აცხადებენ რომ აღნიშნულ ადგილზე მხოლოდ სპორტული პოკერის თამაშები იმართებოდა. ნახეთ ვიდეო.