რა ღირს ნაძვის ხე?

2016-12-25 18:01:44

ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. რუსთავში საახალწლო დეკორაციებისა და ნაძვის ხეების მრავალფეროვანი არჩევანია. ბაზარზსა და მაღაზიებში ნაძვის ხის ფასი მის ხარისხზე და ზომებზეა დამოკიდებული,რუსთავში მხოლოდ ხელოვნური ნაძვის ხეებია წარმოდგენილი. საახალწლოდ ნაძვის ხის შეძენა მინიმალურ ფასად 8 ლარადაა შესაძლებელი და მისი სიმაღლე 80 სანტიმეტრს შეადგენს, შედარებით მაღალი ნაძვის ხის ფასი მაქსიმუმ 250 ლარამდე იზრდება. მოსართავები და ნათურები სხვადასხვა ფერსა და ფორმაშია წარმოდგენილი. საახალწლო სათამაშოების შეძენა მომხმარებელს 20 თეთრიდან 4 ლარამდე შეეძლება, ფერადი ნათურების ფასი კი 5-დან 10 ლარამდე მერყეობს. საახალწლო წვიმების შეძენა კი 1,50 ლარიდანაა შესაძლებელი.