მაყურებელი სცენაზე [photo]

2018-02-21 22:07:55

რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრმა მორიგ პრემიერას უმასპინძლა. სოსო ნემსაძემ ნიკოლაი გოგოლის "შეშლილის წერილები"-ს მიხედვით სპექტაკლი დადგა. არის თუ არა შესაძლებელი გარემოსთან ადაპტაცია, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის, უკეთესად გახდომისთვის მუდმივი ბრძოლით, რომლის ფანტაზია და ამბიცია შესაბამისობაში ვერ მოდის. დამარცხებული ერთი კაცის ომში და გზა მეფობის სურვილიდან ფსიქიატრიულამდე. თუმცა სპექტაკლის შინაარსობრივი მხარის გარდა მნიშვნელოვანი იყო მაყურებლის როლიც. პრემიერაზე მისულები პირდაპირ სცენაზე აღმოჩდნენ, მოწვეული სტუმრებისთვის სკამები სწორედ სცენაზე, მსახიობების და დეკორაციის გვერდით განთავსდა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ანდრია ვაჭრიძე, ეკატერინე ქვრივიშვილი, ნინო მესხი, ბექა ყულიჯანიშვილი, შოთა მერკვილაძე, ლაშა კანკავა, გიორგი ბუაძე, ანა შარვაძე, ნიკო მოსიაშვილი, ზაზა თაგოშვილი, თამარ კანდელაკი, ნათია გელაშვილი, ნუკრი არჩვაძე, ანი დოდაშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, მარიამ კვიტაიშვილი, ლუკა ციხისთავი, რევაზ კოღოშვილი, მერი ფხოველიშვილი, ნათია მელაძე, ალბერტ ილარიონი.