დავით ჯინჭარაძე ამერიკულ უნივერსიტეტში ისწავლის

2018-02-21 19:46:32

ქართველმა მოსწავლემ ამერიკულ უნივერსიტეტში 1 000 000 $ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა. ინფორმაციას Batumelebi.ge ავრცელებს.

მეოთორმეტე კლასის მოსწავლე  დავით ჯინჭარაძე "ნიუ იორკის უნივერსიტეტში" ჩაირიცხა, რომელიც ქალაქ აბუ-დაბიში მდებარეობს და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შედის. მოსწავლემ უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღო, რაც ჯამში 1 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენს. ის 10 000 აპლიკანტიდან 150 საუკეთესოს შორის მოხვდა.

ნახევარი წელია, რაც ამერიკიდან ჩამოვედი, „ფლექსის“ პროგრამით ვიყავი ფლორიდაში და ვფიქრობ, რომ ამერიკული ცხოვრებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლა ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, რადგან ქართული უნივერსიტეტებისგან ვერ მივიღებდი იმას, რისი მოლოდინიც მაქვს“ - ამბობს ქართველი მოსწავლე.

დავით ჯინჭარაძე ამჟამად ბათუმის კერძო სკოლა „გიმნაზია 21 საუკუნის“ მოსწავლეა, "ნიუ იორკის უნივერსიტეტში" სწავლას კი სკოლის დასრულების შემდეგ განაგრძობს. დავით ჯინჭარაძე ერთადერთია, რომელიც ამ უნივერსიტეტში წელს საქართველოდან ჩაირიცხა.

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე