ცეცხლი საბურავებს ეკიდა

2018-02-21 19:45:03

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე მოქალაქემ რეზინისა და პლასტმასის ნივთები დაწვა. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზზე შევიდა. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ უწყების ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც შესაბამისი ოქმი შეადგინეს. დოკუმენტი კი სასამართლოში გადაიგზავნება. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მოქალაქე, რომელმაც ელასტომერული მასალები დაწვა 500 ლარით დაჯარიმდება.