პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

2016-12-25 15:19:53

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა ცისანა შარტავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, ილია მეორეს, სავარაუდოდ, ინფექცია გრიპის ვირუსით აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ სავარაუდო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება” - აღნიშნა ექიმმა.