"რუსთავი" VS "დინამო".

2016-12-24 20:40:50

საკალათბურთო კლუბმა "რუსთავი" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრა პირველი ნახევარი დაძაბულად წარიმართა, ქულებს შორის სხვაობა მინიმალური იყო და შესაბამისად თამაშის მოგების შანსი იყო, თუმცა მეორე ნახევარში რუსთაველებმა ტემპს ოდნავ მოუკლეს, არასწორი გადაცემები და კალათში არასზუსტი სროლები მოწინააღმდეგე გუნდმა გამოიყენა, "დინამო" თითქმის ყველა შეტევაზე ქულას იღებდა. საბოლოოდ შეხვედრაც სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 70:93 დასრულდა. "რუსთავი"-დან ყველაზე შედეგიანი რევაზ ჩაჩანიძე იყო, ხოლო "დინამო"-დან მიხეილ ჭოჭუა.