ქალი შეცდომით ცოცხლად დამარხეს [VIDEO]

2018-02-16 18:11:22

37 წლის ქალი შეცდომით ცოცხლად დამარხეს. შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა.
Dailymail-ის ინფორმაციით, ადგილობრივი საავადმყოფოს ცნობით ქალი 28 იანვარს გარდაიცვალა და ის მეორე დღესვე დაკრძალეს, თუმცა სასაფლაოსთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ხმაური ქალის საფლავიდან დაკრძალვის ცერემონიიდან 11 დღის შემდეგაც ესმოდათ.

გავრცელებულ ვიდეოში ასახულია, როგორ გახსნეს მისი სასახლე ოჯახის წევრებმა. როგორც შემდგომში გაირკვა, ქალი 11 დღის განმავლობაში საფლავიდან თავის დაღწევას ცდილობდა. ოჯახის წევრებს საფლავის გახსნისას გარდაცვლილი გადაბრუნებულ მდგომარეობაში დახვდათ, ცხედარს დაზიანებები ხელებზე და შუბლზე აღენიშნებოდა. იყო სისხლის კვალიც.

გარდაცვლილის დის ინფორმაციით, საფლავის გახსნისას ქალის სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მას სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდა.

ბრაზილიის პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მათ გამოკითხეს როგორც გარდაცვილის ოჯახის წევრები, ასევე იმ ჰოსპიტალის წარმომადგენლებიც, რომელშიც ქალი მკურნალობდა. ნახეთ ვიდეო.