რუსთავში ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი გაჩერებაზე ავარდა [photo]

2025-11-17 19:32:00

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერმთანეთს ჯერ "ტოიოტასა" და "ვოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, შეჯახების შემდეგ კი "ვოლკსვაგენი" გაჩერებაზე ავარდა და რკინის სკამი მოანგრია.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.