რა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გეგმავს რუსთავის მერია 2026 წლის ბიუჯეტის დახარჯვას

2025-11-17 18:28:58

რუსთავის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად და შემდეგ დასამტკიცებლად საკრებულოს გაუგზავნა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემდეგ წელს 79 093 200 ლარის დახარჯვას აპირებს.

პროგრამების მიხედვით გათვალისწინებულია:

4 141 100 ლარად ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს (ნაწილის) ქუჩების რეაბილიტაცია;

1 854 600 ლარად მე-19 მკ/რნ-ში არსებული გზის რეაბილიტაციას (აღმაშენებლის გამზირიდან მე-19 მკ/რნ N9-ის მიმართულებით);

4 800 700 ლარად გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციაა;

3 471 500 ლარად მელიქიშვილის და ლომოურის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას;

2 035 000 ლარად გზებისა და ტროტუარების შეკეთებას;

800 000 ლარია გამოყოფილი სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციოდ.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტით 20 908 000 ლარი გამოყოფილია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციისთვის, მათ შორის: 

15 808 000 ლარი - რუსთაველის, თბილისის და მესხიშვილის; ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაციისთვის;

4 300 000 ლარი - შენობების გამაგრება/რეაბილიტაციისთვის;

4 000 000 ლარი - ლიფტების რეაბილიტაციისთვის;

4 000 000 ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობისთვის;

2 421 400 ლარი - რუსთავში სახელოვნებო ცენტრის მშენებლობისთვის.