2025-11-17 18:23:35
რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი გადაუგზავნა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით 2026 წლის საწყისი ბიუჯეტი 172 631 800 ლარითაა განსაზღვრული.
რა მიმართულებებზე გეგმავს ქალაქის მერია 2026 წელს ბიუჯეტის ძირითადი თანხის დახარჯვას:
ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - 79 093 200 ლარი
დასუფთავების და გარემოს დაცვის - 15 396 700 ლარი
განათლება - 22 173 300 ლარი
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 22 663 300 ლარი
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 13 212 900 ლარი.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რუსთავის მერიაში, მის ააიპ-ებს, შპს-ებსა და საკრებულოში დასაქმებულებისთვის შრომის ასანაზღაურებლად 39 414 300 ლარია გამოყოფილი.