რუსთაველი სპორტსმენი საქართველოს კუნგ-ფუს ჩემპიონი გახდა

2025-11-17 13:41:25

რუსთაველი სპორტსმენი სალომე მუზაშვილი საქართველოს კუნგ-ფუს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

15-16 ნოემბერს თბილისში "საქართველოს თასის გათამაშება კუნგ-ფუს" ოთხ სახეობაში გაიმართა და მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 162 სპორტსმენმა მიიღო.

სალომე მუზაშვილი 45 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ შეხვედრაში მეტოქე დაამარცხა და პირველი ადგილის მოპოვება შეძლო.

შალვა ფრიდონაშვილისა და ეთერი ბერიძის გაწვრთნილმა რუსთაველმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზში 16 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს.