კოსტავაზე წმინდა გიორგის ჩამონგრეული ხატი რუსთაველმა, ტრისტან ბულიამ აღადგინა

2025-11-10 16:43:55

რამდენიმე დღის წინ კოსტავას გამზირზე დაზიანებული წმინდა გიორგის ხატი რუსთაველმა ტრისტან ბულიამ აღადგინა.

ხატის დაზიანების შემდეგ ტრისტან ბულიამ ყველა დიდი თუ წვრილი ნატეხი შეაგროვა და რამდენიმე დღის განმავლობაში ფილებს აწყობდა.

შეგახსენებთ, რომ ხატის 13 ფილა რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა და დაიმტვრა. ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" საუბრისას ამბობდნენ, რომ ხატი რამდენიმე თვის წინ დაზიანდა, როდესაც ფილები ამოიბურცა და საფრთხე იყო ჩამოცვენის.