რუსთავში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა

2025-11-04 17:45:13

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თოდრიას მოედანზე ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.