რუსთავში "სამშობლოს მცოდნეობის" გაკვეთილები დაიწყო (ფოტოები).

2016-12-24 13:03:16

პატრიარქის კურთხევით რუსთავში საკვირაო სკოლა გაიხსნა. სასწავლო კურსს “ სამშობლოს მცოდნეობა“ ჰქვია. პატრიარქის ნათლულები სწავლების ფარგლებში ღვთისმეტყველებას,საქართველოს ისტორიას, ბუნების მცოდნეობას, ასევე ჯირითს, ფარიკაობას და სხვა სპორტულ სახეობებს დაეუფლებიან. საგაკვეთილო პროცესი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უნივერსიტეტში შაბათ-კვირას ჩატარდება. გაკვეთილებს რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგები გაუძღვებიან. საკვირაო სკოლაში მოხვედრა მშობლების განაცხადის საფუძველზე ხდება. სასწავლო კურსს ორგანიზებას, ჩოხოსანთა საზოგადოება და საზოგადოების ხელმძღვანელი ზვიად სეხნიაშვილი უწევს.