პოლონეთში ავარიას 2 ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

2025-10-27 12:11:47

პოლონეთში ავარიას 2 ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქ კიელცში ერთმანეთს "ვოლვოსა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რა დროსაც 29 და 35 წლის ქართველები დაიღუპნენ.

პოლონური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავდა "ვოლვოს" ავტომობილის ორი მგზავრი.