რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა [video]

2025-10-11 21:42:55

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ტაშკენტის ქუჩაზე "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ქვეითს დაეჯახა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ავარიის დროს დაშავდა 35 წლამდე ქალი, პირველადი დახმარების შემდეგ პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.