ჩრდილოეთ არგენტინაში მდინარე პილოკოიოს ადიდებას მეწყერი და საავტომობილო გზის ჩანგრევა მოჰყვა. ვიდეოში რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანს რომ მამაკაცი რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა ადიდებულ მდინარეში ჩავარდნას გადაურჩა. მოვარდნილი წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ადგილობრივებს სხვადასხვა სახის ზარალი მიაყენა. მდინარემ გაიტაცა ავტომობილი რომელშიც ადამიანები იმყოფებოდნენ. დეტალები ნახეთ ვიდეოში.