დათო ტურაშვილი სკოლა "ლამპარში" [VIDEO]
2018-02-09 15:40:54

ზვიად გამსახურდიას სახელობის, დავით მენაფირეს სკოლა "ლამპარში" ქართველ თანამედროვე მწერალთან, დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას სკოლის მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მწერალმა მოზარდებს საკუთარი წიგნები წარუდგინა და მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"დღეს ბატონი დავითი გვესტუმრა სკოლაში, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ბავშვებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ყველა იმ შეკითხვაზე, რაც აინტერესებდათ ბატონ დავითთან დაკავშირებით, მის მწერლობაზე, მის შეხედულებებზე და ძალიან კმაყოფილები ვართ, ლამაზად ჩაიარა დღევანდელმა დღემ" - აღნიშნა სკოლა "ლამპარის" დირექტორმა თემურ მენაფირემ.

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებს მწერალთან კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ, ღონისძიების დასასრულს კი მსურველებმა  დათო ტურაშვილისგან წიგნებზე ავტოგრაფი მიიღეს.

მოსწავლეებისთვის საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა სკოლა "ლამპარში" პერმანენტულად იმართება. ნახეთ ვიდეო.®

ავტორი: ირმა კურტანიძე