2018-02-09 12:59:51
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რუსთაველის და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე. ერთმანეთს "ოპელის" და "კიას" მარკის ავტომობილები დაეჯხნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.