კვების ობიექტი გაქურდეს

2018-02-09 11:28:15

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე (ელბაქიძის აღმართთან) კვების ობიექტი გაქურდეს. ქურდობა გვიან ღამით მოხდა, არსებული ინფორმაციით უცხო პირებმა ფანჯრის მინები ჩაამტვრიეს და შენობაში ისე შეაღწიეს. გატეხილია სალარო, ამ დროისთვის უცნობია თუ რა ოდენობის თანხაა წაღებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობ." ფაქტზე ჯერ-ერობით არავინ დაუკავებიათ.