"კომენტარები​ წავიკითხე და ....."

2018-02-08 22:21:07

წერილი "ინფო რუსთავის" რედაქციას, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ - "4 შვილი მყავსო რომ თქვა, პირველი შვილი პირველ ცოლთან ყავს, ცოლი იმიტომ გაექცა, რომ სცემდა ამ საწყალ ქალს, ისე სცემდა რომ სისხლში აცურავებდა. მერე შეირთო მეორე ცოლი, რომელმაც 3 შვილი გაუჩინა. ამ ქალსაც კლავდა ცემაში, ცოლსაც და შვილებსაც. მთელი მე-20-ე მიკროს 16-მა ნომერმა იცის. სვავდა, არც მუშაობდა, შვილები მშივრები ყავდა და ეს ბავშვები იზრდებოდნენ დედის ნაშოვნი 120 ლარით. ბინა რომ გაყიდეს, დარჩენილი ფული სანამ არ ამოფლანგა ჭამა-სმაში, მანამდე არ გაჩერდა. მერე დაეწყო ჰალუცინაციები და ისევ აგრძელებდა ცოლ-შვილის გამწარებას. 1 შვილიშვილი ყავს, რომელიც სულ 2 ჯერ ყავს ნანახი. არც მუშაობა უნდა, არც შვილების ნახვა და საერთოდ არაფერი არ უნდა, ჭიქა არყის გარდა. კომენტარები​ წავიკითხე და ყველა მის შვილებს ლანძღავს და ძალიან დამეწვა გული ..... ყველამ არ იცის ეს სიტუაცია ..... მე ხომ მისი ერთ-ერთი​ შვილი ვარ ....."

გამოხმაურება ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სადაც ვიტყობინებოდით რომ 50 წლის მამაკაცი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, მოჰყვა.