ბინიდან ჯიხურში, ჯიხურიდან ღია ცის ქვეშ [video]

2018-02-07 23:19:25

გუშინ "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დღეს რამდენიმე თანამოქალაქე შეგვეხმიანა და XX მიკრო-რაიონში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. ჩვენ ადგილზე გავედით და შემდეგი ამბის მომსწრე გავხდით. რუსთავში დაბადებული 50 წლის მამაკაცმა სხვადასხვა მიზეზის გამო სახლი გაყიდა და საცხოვრებლად მისი უბნის სიახლოვეს, მინდორში განთავსებულ ჯიხურში გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით ჯიხურის მეპატრონემ ხის ფიცრული დაშალა რის შემდეგაც მამაკაცს ღია ცის ქვეშ უწევს ცხოვრება. რა პირობებში ცხოვრობს და რას პირდება რუსთავის მერიის სოციალური სამსახური მამაკაცს. დეტალები ნახეთ ვიდეოში.

ავტორი: გიორგი ჩომახაშვილი