კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "ეროვნული სტანდარტებით გათვალისწინებული პარამეტრებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქალაქ რუსთავში, სკოლის მოსწავლეების სასმელი წყლით მოწამვლა გამოირიცხა. კომპანია რუსთავის წყალმა ქიმიური ანალიზი სასმელი წყლის 4 სხვადასხვა ნიმუშზე ჩაატარა. ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა ასევე, ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს. ქალაქს მიეწოდება სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყალი."