რუსთავის №16 საჯარო სკოლაში მოწამლულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ექიმის განხადებით, ისინი სტაციონარში გადაყვანას არ საჭიროებენ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სკოლაში სურსათის ეროვნული სამსახურისა და კომპანია "რუსთავის წყლის" თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის მოკვლევას აწარმოებენ.
"ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია და ქიმიური ანალიზი ყველა ნორმით არის სტანდარტებში და შეესაბამება იმ ნორებს, რა ნორმებითაც ხდება წყალმომარაგება. ჟანგვა, გამჭვირვალეობა, სიმკვრივე, ქლორის რაოდენობა არის სტანდარტში. გამოვრიცხავ, რომ მოსწავლეების მოწამვლა მომხდარიყო წყლისგან , უშუალოდ ჩვენს მიერ მიწოდებული წყალი შეესაბამება სრულ სტანდარტებს." - განუცხადა "ინფო რუსთავს" კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ ჯანელიძემ
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები და სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს კანონმდებლობის შესაბამის ღონისძიებებს" - აღნიშნა ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა.
მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი ამ დროისთვიის უცნობია.
სკოლაში მოზარდების მდგომარეობას ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა პირადად გაეცნო.
ავტორი: ირმა კურტანიძე