რუსთავის ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში ქვემო ქართლის დერბი გაიმართა. ერთმანეთს რუსთავის "რუსთავი" და მარნეულის "დელტა" დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბულად ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. შეხვედრის მიწურულს სტუმრები 12 ქული გავიდნენ წინ, რუსთაველებმა ტემპს მოუმატეს და ზედიზედ რამდენიმე სამქულიანი ჩააგდეს. თამაშის ძირითადი დრო ფრედ 87:87 დასრულდა, დაინიშნა დამატებითი 5 წუთი. მარნეულის "დელტა" შეხვედრის ბოლო წუთებში დაწინაურდა თუმცა შეცდომებსაც უშვებდა, სწორედ ამ შეცდომებით და გულშემატკივრების მხარდაჭერით რუსთავის კლუბმა მოახერხა და დაძაბულ თამაშში გაიმარჯვა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 101:99 დაფიქსირდა. შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი და რუსთავის მერი დაესწრო. ნახეთ ვიდეო.