დამრიგებელმა მოსწავლეს სცემა

2018-02-07 16:37:06

პედაგოგმა მეშვიდე კლასის მოსწავლეს სცემა. შემთხვევა ოზურგეთის სოფელ შრომას საჯარო სკოლაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელმა თავისი სადამრიგებლოს კლასის მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოზარდი მასწავლებელმა, სავარაუდოდ, ოთახში ფარდის ჩამოგდების გამო სცემა.

მოზარდის ცემის ფაქტი "ინფო რუსთავს" განათლების სამინისტროში დაუდასტურეს. ამ დროისთვის მომხდარს შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს. გააგრძელებს თუ არა პედაგოგი საქმიანობას, სკოლის სადისციპლინო კომიტეტი ხვალ გადაწყვეტს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე