დოდო გუგეშაშვილს ესროლეს

2018-02-07 12:08:22

დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში, თბილისში დიღმის მასივში ესროლეს. თადარიგის პოლკოვნიკი დაჭრილია, მისი გადაყვანა ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მოახერხა, ხოლო მასთან ბინაში მყოფი პირი მოკლულია, არსებული ინფორმაციით მოკლულია დოდო გუგეშაშვილის შვილი, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ამ ეტაპისთვის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.