"პურში აღმოვაჩინე მსგავსი ამოუცნობი საზიზღრობა" [photo]

2018-02-06 23:07:05

"ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველი, თამთა ტაბატაძე დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა - "გამარჯობა, გადავწყვიტე მომეწერა და მეჩვენებინა ეს ფოტოები. დღეს აღმოვაჩინე პურში მსგავსი ამოუცნობი საზიზღრობა. პური ვიყიდეთ მაღაზიში რომელიც XVI მიკრორაიონში მდებარეობს, როგორც ვიცი საკუთარი საცხობი აქვთ და იქ ცხვება. დღეს ვერ ვახერხებ მისვლას, მაგრამ ხვალ აუცილებლად გავარკვევ მაღაზიის უფროსობასთან რა უბედურებაა ეს."