ხანძარი თოდრიას ქუჩაზე [VIDEO]

2018-02-04 20:12:15

თოდრიას ქუჩაზე მდებარე სამკერვალოში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძროს ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

სამკერვალოს მეპატრონის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო სადენებიდან გაჩნდა. ადგილზე საკერავი მანქანა და ტელევიზორი დაიწვა.

ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.

ავტორი: ირმა კურტანიძე