თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 32 და 43 წლის მამაკაცებს ქალაქ სამსუნში ოთხი სახლის გაქურდვა ედებთ ბრალად.
დაკავებულებმა სახლებიდან დიდი ოდენობით თანხა, ოქროულობა, კომპიუტერები და მაჯის საათები მოიპარეს.
იზმირის პოლიციამ ბრალდებულები სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან ამოიცნო. დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ირმა კურტანიძე