მანქანა გადავარდა და ამოტრიალდა [video]

2018-02-04 22:06:34

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მეტეხის ხიდთან მოხდა. "ფოლცვაგენი"-ს მარკის ავტომობილი მეტეხის ხიდზე ასასვლელი გზიდან გადმოვარდა, არსებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ჯებირი გაანგრია, ამოტრიალდა და ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულებს სამედიცინო დახმრება ადგილზე გაეწიათ, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ნახეთ ვიდეო.

ავტორი: ნოდარ ლაფანაშვილი