რუსთავში ჯართის ჩამბარებელი პუნქი დააყაჩაღეს. როგორც ობიექტის დარაჯი "ინფო რუსთავთან" ჰყვება მას ორი ნიღბიანი ოთახში დახვდა, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. წაღებულია 100 ლარამდე თანხა. დარაჯი დააბეს და დატოვეს. შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტზე გამოძიება 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინენსიური საგამოძიებო მოქმედებები." ნახეთ ვიდეო.