მედიატურნირი რუსთავში [video]

2018-02-04 18:42:41

რუსთავში მაგიდის ჩოგბურთში პირველი მედიატურნირი გაიმართა. ტურნირი რუსთავის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სლოგანით - “სპორტი ურთიერთობისთვის” ჩატარდა. ტურნირში  მონაწილეობა ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. სპორტულ აქტივობაში ჩაერთო ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და მერის მოადგილე გოჩა ლორია. კენჭისყრის შეგეგად “ინფო რუსთავის” ჟურნალისტი ნინა პარუნაშვილი ქალაქის მერს შეხვდა და დამარცხდა, თუმცა საბოლოოდ სპორტული ასპარეზობა ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა. ჟურნალისტებმა შემდგომ ტურნირში საპატრულო პოლიციის თანამშრობლები გამოიწვიეს.

მედიატურნირის მიზანი ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ნახეთ ვიდეო.